სააგიტაციო შეხვედრებისთვის ბორჯომის საკრებულომ შენობა-ნაგებობები განსაზღვრა
17:46 / 01.10.2018
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა დღეს ბორჯომში. დეპუტატებმა სულ
2 საკითხი განიხილეს.
თავდაპირველად ისაუბრეს იმ შენობა-ნაგებობებზე, სადაც წინასაარჩევნო
კამპანიის პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი ამომრჩევლებთან
სააგიტაციო შეხვედრას გამართავს. სოფლებში - კულტურის სახლები, კლუბის
შენობები და რიტუალების სახლები განისაზღვრა ასეთი შეხვედრებისთვის,
ქალაქში კი კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, სამუსიკო სკოლის
შენობები და კინოთეატრის დარბაზი შეარჩიეს. მეორე საკითხი, მერიის
ერთ-ერთი თანამშრომლის რანგირების და მისი ხელფასის ოდენობის
განსაზღვრა იყო.