ახალი ამბები
დავით ბაქრაძე ბორჯომის და ახალციხის ამომრჩევლებს შეხვდა
"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ბორჯომისა და ახალციხის ამომრჩევლებს, მესხეთის სახელმწიფო თეატრში შეხვდა. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. მან რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. ბაქრაძემ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

"უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელსაც მოვთხოვთ პრობლემების მოგვარებას, რომელიც შეცვლის გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისაკენ" - განაცხადა შეხვედრაზე "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა.




Print