ახალი ამბები
ბორჯომში საარჩევნო პლაკატებისთვის ადგილები განისაზღვრა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე განსაზღვრა ის ადგილები სადაც პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსება შეუძლიათ. წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის კი ქალაქსა და სოლებში სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიები არ არის. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ დარჩენილ საარჩევნო პლაკატებს, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
Print