არჩევნები 2018
საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა ბორჯომში მიმდინარეობს
სამუშაო შეხვედრა ბორჯომში, საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის მიმდინარეობს. საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსები და პირადი სოციალური საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის, სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკული საკითხები და ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება - ეს ის თემებია რომლებზეც მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. მსგავსი სახის სემინარი წინასაარჩევნო პერიოდებში სისტემატურად ტარდება.
Print