არჩევნები 2018
გაერთიანებული ოპოზიცია ბორჯომში პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე შსს-ს მიმართავს
გაერთიანებული ოპოზიციის ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელი ჩამოხეულ პლაკატებზე საუბრობს. მისი თქმით, ქალაქისა და სოფლის ქუჩებში, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის 500-მდე პლაკატი გააკრეს, რომელიც შემდეგში ჩამოხეული დახვდათ. ბაკურ გელაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს. როგორც შტაბში ამბობენ, სააგიტაციო მასალა მათ ხელახლა განათავსეს.
Print