არჩევნები 2018
გრიგოლ ვაშაძე ბორჯომში მხარდამჭერებს შეხვდა
გაერთიანებული ოპოზიციის - "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრები დღეს ბორჯომში გამართა.
ვაშაძე სოფელ ყვიბისში ადგილობრივებს ღია ცის ქვეშ შეხვდა და მთავარი დაპირებები გააცნო, ასევე მოისმინა ყვიბისში მცხოვრებლების პრობლემები.

ბორჯომის ცენტრში დაგეგმილი შეხვედრა კი უამინდობის გამო ხანმოკლე აღმოჩნდა. პრეზიდენტობის კანდიდატი გარემოვაჭრეებს გაესაუბრა და ქალაქი მალევე დატოვა.


Print