ახალი ამბები
გამოკითხულთა 53% არსებული მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს
2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, გამოკითხულთა 53% არსებული მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 32% კი ცუდად. მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს მოსახლეობის 13%. გამოკითხულთა 2%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 1%-მა კი გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება, 2017 წლის ივნისის მდგომარეობას, გამოკითხვის შედეგებში მცირედი ცვლილებაა. ამ პერიოდში, მთავრობის საქმიანობა საშუალოდ შეაფასა მოსახლეობის 52%-მა, 35%-მა კი ცუდად. მთავრობის საქმიანობას კარგად შეაფასა გამოკითხულთა 10%-მა. 3%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 1%-მა კი გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
Print