ახალი ამბები
35% ნაწილობრივ დარწმუნებულია რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა ქვეყანაში - NDI
გამოკითხულთა 35% ნაწილობრივ დარწმუნებულია, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხმების დათვლა სწორად მოხდა. 19% ნაკლებად დარწმუნებულია, 18% კი სრულიად დარწმუნებულია, რომ ხმები სწორად დაითვალეს. 17%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. აღნიშნულ მოსაზრებაში, ნაკლებად საერთოდ არ არის დარწმუნებული გამოკითხულთა 11%.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
Print