ახალი ამბები
ადგილობრივი არჩევნების შედეგებით 49% ნაწილობრივ კმაყოფილია - NDI
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, საერთო ჯამში, 49% ნაწილობრივ კმაყოფილია. გამოკითხულთა 19% - ძალიან კმაყოფილი, 15% კი ნაწილობრივ უკმაყოფილო; 10% შედეგებით ძალიან უკმაყოფილოა, 5%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
Print