Error
არჩევნები 2017
ბორჯომის ქუჩები სააგიტაციო მასალისგან იწმინდება
უკვე მეორე დღეა, ბორჯომის ქუჩები პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პლაკატებისგან იწმინდება. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ამ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მუშაობენ.
შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსის თანახმად, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
Print