არჩევნები 2017
არასამთავრობო სექტორი ბორჯომში არჩევნების მეორე ტურს აფასებს
ბორჯომში მეორე ტურის წინასწარი შედეგები შეაფასეს დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების დღეს 5, სამართლიანმა არჩევნებმა კი 4 საჩივარი დაწერა. მათი განცხადებით, იყო პროცედურული დარღვევები, რაც არჩევნების შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ისაუბრეს იმ ფაქტებზე რაც მათი დამკვირვებლებისთვის შესამჩნევი გახდა. დარღვევები ორივე ორგანიზაციამ როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე საოლქო კომისიაში გაასაჩივრა. ისინი ამჟამად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საჩივრების განხილვას ელოდებიან.
Print