არჩევნები 2017
"ქართულმა ოცნებამ" ბორჯომში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ბორჯომში დღეს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეკრებილ მხარდამჭერებს პარლამენტის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, პარლამენტარებმა - მამუკა მდინარაძემ და გედევან ფოფხაძემ მიმართეს. მათ ბორჯომში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, შემდეგ კი ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
Print