არჩევნები 2017
წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების შემოწირულებამ 15 333 951,92 ლარი შეადგინა, აქედან 90% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო
ოთხთვიან წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების შემოწირულებამ 15 333 951,92 ლარი შეადგინა, აქედან 90% "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, - ამის შესახებ ნათქვამია აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე შუალედურ ანგარიშში, სადაც შესწავლილია პარტიების შემოწირულებები მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან, როდესაც დაიწყო არჩევნებისთვის მზადება, 1-ელ ნომბრამდე.

"ქართული ოცნების" შემოწირულებამ აღნიშნულ პერიოდში 13 814 532,6 ლარი შეადგინა, "ევროპული საქართველოს" – 951 833,95 ლარი; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" – 114 990,77 ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის შემოწირულება 89 554 ლარი იყო; "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" - 66 392 ლარი; სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" – 59 600 ლარი; დამოუკიდებელ კანდიდატ დომენტი სიჭინავას - 50 150 ლარი; "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" – 40 399 ლარი; "ეროვნული ფორუმის" – 39 182 ლარი; "ლეიბორისტული პარტიის" – 23 196 ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატის, გულო ზუმბაძის შემოწირულება 25 400 ლარი იყო, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" – 12 204 ლარი.

სხვა საარჩევნო სუბიექტების შემოწირულებები ოთხთვიან პერიოდში 10 000 ლარს ქვემოთ იყო.
Print