არჩევნები 2017
პოლიტიკური პარტიების პირველადი შედეგები ბორჯომში
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების პირველადი შედეგები ცნობილია. 30-ივე საარჩევნო უბნის მონაცემებით, ამომრჩეველების ხმათა უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მიიღო. ხმათა რაოდენობა პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა:

#41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 5187 ხმა;
#8 "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 4226 ხმა;
#5 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 1412 ხმა;
#2 "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო" - 654 ხმა;
#10 "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 525 ხმა;
#3 "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" - 376 ხმა;
#37 "სოციალისტური საქართველო - კომუნისტები" - 128 ხმა.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 26 524 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი 13 045-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
Print