არჩევნები 2017
ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
„ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი #6 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

ნიკა მელიამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქტივობა ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია გაყალბების გასანეიტრალებლად.

"ძალიან ბევრი რამ ითქვა ამ არჩევნების შესახებ თვეების განმავლობაში და მე არ მგონია, რომ დარჩა მოქალაქე, რომელიც ვერ აცნობიერებს ამ არჩევნების მნიშვნელობას. ახლა ყველაზე მთავარია, რომ მაქსიმალურად ყველა მოქალაქე გამოვიდეს საარჩევნო ურნებთან. ეს არის ის მექანიზმი, რომელიც გაანეიტრალებს "ქართული ოცნების" მხრიდან ყველა გაყალბების სქემას. მუშავდება, რა თქმა უნდა, არაერთი სქემა, "ქართული ოცნების" მხრიდან გაყალბების, მაგრამ თუკი იქნება მაღალი აქტივობა, ვერც ერთი მილიონერი, ვერც ერთი მილიარდერი და ვერანაირი გაყალბების მეთოდი ვერ იქნება წინააღმდეგობაში მოსული ხალხის ნებასთან. არჩევნები უნდა გახდეს გარდამტეხი ქვეყნის მომდევნო განვითარებისთვის. მომდევნო ათწლეული დამოკიდებულია დღევანდელ არჩევნებზე. ხალხი არის მეტად უკმაყოფილო ქვეყანაში ყველა მიმართულებით. საზოგადოებას გაცილებით მეტად უჭირს, ვიდრე თუნდაც შარშან უჭირდა. არ აქვთ თუნდაც იმედიც კი ხვილინდელი უკეთესი დღის დადგომის და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალია, ეს არის ხელისუფლების ცვლილება და დღეს დადგა ის დღე, როცა მაღალია იმის ალბათობა და შანსი, რომ შევცვალოთ თვითმმართველობაში მილიარდერ ივანიშვილის ხელისუფლება", - განაცხადა ნიკა მელიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.