არჩევნები 2017
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის მერობის კანდიდატი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის მერობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
როგორც მან განაცხადა, გუშინ მიიღო გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის წევრებს ტრენინგებს უტარებდნენ, თუ როგორ გააყალბებინონ არჩევნები, როგორც ჩაყარონ ბიულეტენები.

„ბოლოს ეს ტრენინგი „ქართული ოცნების“ ოფისში გაგრძელდა, სადაც მიყვანილი ჰყავდათ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეები, კომისიის წევრები. მე დავუკავშირდი მედიის წარმომადგენლებს და ვუთხარი აღნიშნული ინფორმაციის შესახებ. როგორც ჩანს, ჩემს ტელეფონს სუს-ი უსმენს და როგორც კი მათ ოფისთან გავიარე, დავინახე, რომ კომისიის წევრები სასწრაფოდ ტოვებდნენ „ქართული ოცნების“ ოფისს, რათა ისინი ჟურნალისტებს არ დაენახათ. ამის შემდეგ დავიწყე გადაღება ჩვენი პარტიის კამერით, რამაც იქ მდგომი „ქართული ოცნების“ აქტივისტების აგრესია გამიწვია. ერთ-ერთმა მათგანმა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილმა გიორგი ბალიაშვილმა მომთხოვა, რომ გადაღებული მასალა წამეშალა, რაზეც მე უარი ვუთხარი და აღვნიშნე, რომ ამ მასალას რეაგირებას მივცემდი. როდესაც მოვტრიალდი, ის უკნიდან მომეპარა, დამარტყა და გაიქცა“, - განაცხადა ირაკლი ბარძიმაძემ.
მისივე განცხადებით, როდესაც ის გიორგი ბალიაშვილს გასაჩერებლად დაედევნა, ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ფეხი დაუდო, რის შედეგადაც წაიქცა.
„სიბნელის გამო ვერ დავინახე, ვინ იყო. ამის შედეგად ხელი და მუხლი დავიზიანე“, - განაცხადა ირაკლი ბარძიმაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.