"ქართული ოცნების" მხარდამჭერები ახალციხეში შეხვედრაზე გაემგზავრნენ
17:19 / 28.09.2017
ბორჯომიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ახალციხეში გაემგზავრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამცხე-ჯავახეთში
მერობის კანდიდატებს წარადგენს.
ღონისძიება 19:00 საათზე კონცერტით დაიწყება. 20:00 საათზე კი
რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების წარდგენა
მოხდება.