ახალი ამბები
ბორჯომში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომის ცენტრში დღეს 6 ნოემბერს, საღამოს, 18:00 საათისთვის მოხდა. ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაზარალებული შუა ხნის ასაკის ქალია. ის ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის გელა ორველაშვილი თქმით, დაზარალებული კლინიკაში შეყვანის დროს კონტაქტური იყო. მას დაზიანებები თავის არესა და მარჯვენა ქვედა კიდურზე აღენიშნება. ამ დროისთვის პაციენტს კომპიუტერული და რენტგენოლოგიური კვლევები უტარდება.



Print